iCare, iCare.ge
მხატვრული რესტავრაცია - კბილის ფუნქციური და ესთეტიური აღდგენა
მხატვრული კბილის რესტავრაცია არის პროცესი, რომლის დროსაც დაზიანებული კბილი აღდგება კომპოზიტური მასალებით, რომლებიც მაქსიმალურად ახლოს არის კბილის ბუნებრივ ფერთან, ტექსტურასა და ფორმასთან. ეს თანამედროვე პროცედურა არა მხოლოდ აღადგენს კბილების ფუნქციურობას, არამედ აუმჯობესებს ესთეტიკურ იერსახეს და გაძლევთ უფრო ბუნებრივ ღიმილს.

მხატვრული რესტავრაციის უპირატესობები:
- მინანქრის მინიმალური ინვაზია – კბილი თითქმის არ იქლიბება.
- ბუნებრივი იერსახე – აღდგენილი კბილი ფორმითა და ფერით ჰგავს ბუნებრივ კბილებს.
- დიასთემების შევსება – კბილებს შორის სიცარიელის შევსება.
- მომენტალური შედეგი – სასურველი შედეგი პირველივე ვიზიტზე.
- შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე კბილის რესტავრაცია ერთ ვიზიტზე.
მხატვრული რესტავრაციის ტექნიკები:
არსებობს მხატვრული რესტავრაციის ორი ძირითადი ტექნიკა:
-
პირდაპირი რესტავრაცია
ამ მეთოდისას კომპოზიტური მასალა პირდაპირ კბილზე დაიტანება და ფორმირდება პაციენტის პირის ღრუში. პროცედურა სწრაფია და იდეალურია მცირე დეფექტების კორექციისთვის.2. არაპირდაპირი რესტავრაცია
არაპირდაპირი რესტავრაცია რეკომენდებულია უფრო რთულ შემთხვევებში. პირველ ეტაპზე ტარდება კბილის მომზადება და ზუსტი ანაბეჭდის აღება. შემდეგ ლაბორატორიაში მზადდება ინდივიდუალური კერამიკული ჩანართი, ონლეი ან გვირგვინი. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა შესანიშნავად დაიგეგმოს ფორმა, ფერი და ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს გამძლე და მაღალი ხარისხის შედეგს.

მხატვრული რესტავრაციის ეტაპები
კბილის მხატვრული რესტავრაციის დაწყებამდე პაციენტს სტომატოლოგი დეტალურად ამოწმებს პირის ღრუს ღრძილების სისხლდენაზე, ლორწოვანი გარსის შეშუპებაზე და კარიესის არსებობაზე.
მოლარის რესტავრაციის მოსამზადებელი ეტაპები მოიცავს:
· კარიესისა და დაზიანებული ქსოვილების გაწმენდას
· მომავალი ბჟენის ფორმის შექმნას
· მექანიკურ წმენდას
· ემალის მიკროტუბულების გახსნას
· კოფერდამით იზოლაციას ნერწყვისგან
· გაშრობას
შემდეგ ტარდება მხატვრული რესტავრაცია, რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
· ფორმის (მატრიცის) დაყენება Black-ის კლასების II, III და IV აღდგენისას
· კომპოზიტური მასალის ეტაპობრივად დამატება
· თითოეული ფენის გამყარება
· მატრიცისა და შპალერის მოხსნა, ფესვის დამატებითი განათება (II, III და IV კლასებისთვის)
· ზედაპირის ფორმირება
· ფორმისა და ოკლუზიის (კვნეტა) კორექცია
· საბოლოო გასწორება და პოლირება
რატომ iCare Dental კლინიკა?
iCare Dental კლინიკა გთავაზობთ მხატვრული რესტავრაციის პროცედურას უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით:
• უმაღლესი ხარისხის მასალები – მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებული კომპოზიტური მასალები, რომლებიც მაქსიმალურად ჰგავს ბუნებრივ კბილს.
• თანამედროვე ტექნოლოგიები – ინოვაციური აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიკურ შედეგს.
• პერსონალიზებული მიდგომა – თითოეული პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.
• უფასო კონსულტაცია – ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტავია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
ასევე ნახეთ
მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი
რა არის მერილენდის ხიდი?მერილენდის ხიდი სტომატოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში. განსხვავებით ტრადიციული ხიდისგან, მერილენდის ხიდი დამაგრებულია გვერდით...
სტომატოლოგიური ხიდი
რა არის სტომატოლოგიური ხიდი? სტომატოლოგიური ხიდი გამოიყენება დაკარგული კბილების ჩასანაცვლებლად. ის გამოიყენება როგორც ერთი დაკარგული კბილის, ასევე რამდენიმე კბილის ჩასანაცვლებლად....