iCare, iCare.ge
Category: თერაპიული-სტომატოლოგია
Date:

მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

რა არის მერილენდის ხიდი?
მერილენდის ხიდი სტომატოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში. განსხვავებით ტრადიციული ხიდისგან, მერილენდის ხიდი დამაგრებულია გვერდით მდგომ ბუნებრივ კბილებზე სპეციალური „ფრთებით“, რომლებიც უკანა მხარეს მტკიცედ ეწებება.

მისი სტრუქტურა შედგება:
- პონტიკისგან – ეს არის ხელოვნური კბილი, რომელიც ავსებს დაკარგული კბილის ადგილს.
- ფრთებისგან – პატარა დამაგრებითი ელემენტები, რომლებიც ე
წებება გვერდით კბილებს.

ამ მეთოდით სტომატოლოგს აღარ სჭირდება მეზობელი კბილების
მოქლიბვა, რაც ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

 

მერილენდის ხიდის უპირატესობები და მინუსები

უპირატესობები:
- ნაკლებად ინვაზიური პროცედურა – არ არის საჭირო გვერდითი კბილების დაფქვა;

- სწრაფი პროცედურა - პროცედურა საჭიროებს რამოდენიმე საათს და ტარდება უშუალოდ პირის ღრუში;
- უფრო ხელმისაწვდომი ფასით, ვიდრე იმპლანტები;
- ბუნებრივ იერს ინარჩუნებს.

მინუსები:
- გამძლეობით ჩამორჩება დენტალურ იმპლანტებს;
- ზოგჯერ ფრთების წებო შეიძლება დასუსტდეს და საჭირო გახდეს ხელახალი დაფიქსირება.



 

Tags:
  • გაზარება:

ასევე ნახეთ

თერაპიული-სტომატოლოგია მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

რა არის მერილენდის ხიდი?მერილენდის ხიდი სტომატოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში. განსხვავებით ტრადიციული ხიდისგან, მერილენდის ხიდი დამაგრებულია გვერდით...

05 Oct 2025 / iCare
Read More
თერაპიული-სტომატოლოგია სტომატოლოგიური ხიდი

სტომატოლოგიური ხიდი

რა არის სტომატოლოგიური ხიდი? სტომატოლოგიური ხიდი გამოიყენება დაკარგული კბილების ჩასანაცვლებლად. ის გამოიყენება როგორც ერთი დაკარგული კბილის, ასევე რამდენიმე კბილის ჩასანაცვლებლად....

19 Sep 2025 / iCare
Read More

კომენტარის დატოვება