iCare, iCare.ge
Category: თერაპიული-სტომატოლოგია
Date:

კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება არის თანამედროვე კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც კბილებს უფრო თეთრს, სუფთასა და ესთეტიურს ხდის. პროცედურა ტარდება სპეციალური გამაღიავებელი ნივთიერებებითყველაზე ხშირად გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი (Hydrogen Peroxide) და კარბამიდის ზეჟანგი (Carbamide Peroxide). ეს კომპონენტები აღწევს კბილის მინანქარში და შლის დროთა განმავლობაში დაგროვილ მუქ ლაქებს, რომლებიც ჩნდება შემდეგი მიზეზებით:

·        ყავის, ჩაისა და წითელი ღვინის ხშირი მოხმარება;

·        თამბაქოს მოხმარება;

·        არასაკმარისი პირის ღრუს ჰიგიენა;

·        ასაკობრივი ცვლილებები, რომლებიც ბუნებრივად აქრობს კბილების სითეთრეს;

კბილების გათეთრების ტიპები

კბილების გათეთრებას რამდენიმე ტიპი აქვს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათეთრებამდე სტომატოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. პროცედურა ყოველთვის იწყება კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის შემოწმებით.

Zoom გათეთრება

Zoom არის კომბინირებული ტიპის გათეთრება, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

·        კბილების გასუფთავება;

·        სპეციალური გელით დამუშავება;

·        ფლუორიდის შემცველი პრეპარატებით დამუშავება კბილის ქსოვილის დასაცავად.

Zoom გათეთრება ძალიან პოპულარულია, რადგან პროცედურა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება და შედეგი სწრაფად ჩანს. მიღებული ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება, თუ დაიცავთ სტომატოლოგის რეკომენდაციებს.

ულტრაბგერითი გათეთრება

ულტრაბგერითი გათეთრება აპარატული მეთოდია და ითვლება კბილების გათეთრების ერთ-ერთ ყველაზე ნაზ ვარიანტად, რის გამოც ის შესაფერისია მგრძნობიარე კბილებისთვისაც. ულტრაბგერითი ტალღების ზემოქმედებით ეფექტურად იშლება ლაქები, ნადები, ქვები და საკვების ნარჩენები მინანქრის ზედაპირიდან.

პროცედურის დასრულების შემდეგ კბილების ზედაპირი მუშავდება სპეციალური საშუალებებით, რომლებიც იცავს მინანქარს სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედებისგან. მიღებული შედეგი დიდხანს ნარჩუნდება, თუმცა, ულტრაბგერითი გათეთრება მხოლოდ კბილების ბუნებრივ სითეთრეს აბრუნებს და ღრმა გათეთრების მეთოდად არ ითვლება.

 

ლაზერული კბილების გათეთრება

აპარატული ტიპის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ლაზერული გათეთრება, რომელიც გულისხმობს ლაზერის წერტილოვან ზემოქმედებას კბილის ქსოვილზე. ლაზერის უნიკალური თვისებები შესაძლებელს ხდის ღრმა დონის გათეთრებასარა მხოლოდ მინანქრის ზედაპირზე, არამედ კბილის ღრმა შრეებშიც. ლაზერული გათეთრების დროს ეფექტის ინტენსივობა ინდივიდუალურად რეგულირდება კბილის თითოეულ მონაკვეთზე, მისი ლაქები ხარისხის მიხედვით. შედეგი ინარჩუნებს სიჯანსაღეს რამდენიმე წლის განმავლობაში და პროცედურის გამეორება ხშირად არ არის საჭირო. ერთ სესია, როგორც წესი, არ აღემატება 60 წუთ.

გათეთრების ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს კბილებისა და ღრძილების პრობლემები. თუნდაც საწყის სტადიაზე მყოფი კარიესის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში ტარდება მკურნალობა. ლაზერული გათეთრება ითვლება ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო და ნაზ მეთოდად, რომელიც სხვა ტიპებთან შედარებით ბევრად უფრო გამძლე და ხანგრძლივ შედეგს იძლევა.

კომბინირებული გათეთრება

კომბინირებული გათეთრება გულისხმობს ქიმიური საშუალებების ზემოქმედებას კბილის ქსოვილზე. ქიმიური გათეთრება ღრმა მოქმედების მეთოდია და საშუალებას იძლევა მინანქრის ფერი რამდენიმე ტონით გაღიავდეს.

პროცედურის დროს პაციენტი იღებს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩაატაროს დამატებითი პროცედურები სახლში, ხოლო სტომატოლოგის კაბინეტში ტარდება შედეგის კორექცია და გამყარება. ქიმიურ გათეთრებას, ჩვეულებრივ, სჭირდება 1-დან 3 სესია, თითოეული დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მიღებული ეფექტი ნარჩუნდება 2-4 წლის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პროცედურის განმეორება კბილების ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე ხდება.

რატომ iCare Dental კლინიკა?

iCare Dental კლინიკა გთავაზობთ  კბილების გათეთრებას უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით:

  • თანამედროვე აღჭურვილობა: Turbo Led აპარატი უზრუნველყოფს ესთეტიურ შედეგს.
  • პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.
  • უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისთან.  
Tags:
  • გაზარება:

ასევე ნახეთ

თერაპიული-სტომატოლოგია მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

რა არის მერილენდის ხიდი?მერილენდის ხიდი სტომატოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში. განსხვავებით ტრადიციული ხიდისგან, მერილენდის ხიდი დამაგრებულია გვერდით...

05 Oct 2025 / iCare
Read More
თერაპიული-სტომატოლოგია სტომატოლოგიური ხიდი

სტომატოლოგიური ხიდი

რა არის სტომატოლოგიური ხიდი? სტომატოლოგიური ხიდი გამოიყენება დაკარგული კბილების ჩასანაცვლებლად. ის გამოიყენება როგორც ერთი დაკარგული კბილის, ასევე რამდენიმე კბილის ჩასანაცვლებლად....

19 Sep 2025 / iCare
Read More

კომენტარის დატოვება