iCare, iCare.ge
ცირკონის გვირგვინი
ცირკონის გვირგვინები თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროთეზირების ტექნიკაა. გვირგვინები მზადდება ცირკონის დიოქსიდისგან. ეს ტექნოლოგია სტომატოლოგიაში შედარებით ახალი და თანამედროვეა. ცირკონის დიოქსიდი გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, ესთეტიურობით და ბიოთავსებადობით, სწორედ ამიტომ მიიჩნევა ცირკონის გვირგვინები ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად პროთეზირებისთვის.

ცირკონის გვირგვინის დადებითი მხარეებია:
-
მასალა მზადდება თეთრი ფხვნილისებრი კერამიკისგან, რის გამოც ცირკონის გვირგვინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს.
-
ბიოთავსებადობა - არ იწვევს ალერგიას ან ღრძილების გაღიზიანებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის მქონე პაციენტებისთვის.
-
მაღალი ესთეტიურობა;
-
სხვა გვირგვინებისგან განსხვავებით ღრძილებთან არ ჩნდება მუქი ლითონის ზოლი, რადგან ცირკონის გვირგვინი საერთოდ არ შეიცავს ლითონს.
-
მინიმალური თბოგამტარობა - არ იწვევს მგრძნობელობას ცხელი ან ცივი საკვების მიღებისას.

ცირკონის გვირგვინის ტიპები
1.ცირკონო-კერამიკის გვირგვინი
ცირკონო-კერამიკის გვირგვინები შედგება ცირკონიუმის დიოქსიდის მყარი კარკასისგან, რომელზეც ფაიფურის თხელი ფენაა დატანილი. ეს ფენა უზრუნველყოფს განსაკუთრებულ ესთეტიურობას, რაც მათ იდეალურს ხდის წინა კბილებისთვის ან მრავალერთეულიანი ხიდებისთვის.
2.სრულ-ანატომიური (მონოლითური) ცირკონის გვირგვინები
სრულ-ანატომიური გვირგვინები მთლიანად ცირკონიუმის დიოქსიდისგან მზადდება, დამატებითი ფენების გარეშე. ისინი ძალიან გამძლეა, რაც მათ იდეალურს ხდის საღეჭი კბილებისთვის.

ცორკონო კერამიკის გვირგვინი თუ სრული ანატომიური ცირკონის გვირგვინი: რომელი აირჩიოთ?
არჩევანი ციკრონოკერამიკას გვირგვინსა და ცირკონის ანატიმიურ გვირგვინებს შორის დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე:
· ცირკონოკერამიკის გვირგვინები: თუ თქვენთვის პრიორიტეტულია მაღალი ესთეტიურობა და ბუნებრივობა წინა კბილებისთვის, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფაიფურის ფენა შეიძლება დაზიანდეს თუ თქვენ მყარ საკვებს მიიღებთ.
· ანატომიური ცირკონის გვირგვინები: ეს ვარიანტი საუკეთესოა „საღეჭი“ კბილების პროტეზირებისათვის, რადგან უძლებს ძლიერ დატვირთვას და ძირითადად რეკომენდირებულია უკანა კბილებისთვის.

რატომ iCare Dental კლინიკა?
iCare Dental კლინიკა გთავაზობთ ცირკონის გვირგვინებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით:
- ევროპული ხარისხის მასალები: ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებულ ცირკონიუმის მასალებს.
- თანამედროვე აღჭურვილობა: CAD/CAM ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიურ შედეგს.
- პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.
- უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
ასევე ნახეთ
ცირკონის გვირგვინი
ცირკონის გვირგვინები თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროთეზირების ტექნიკაა. გვირგვინები მზადდება ცირკონის დიოქსიდისგან. ეს ტექნოლოგია სტომატოლოგიაში შედარებით ახალი და თანამედროვეა. ცირკონის...