iCare, iCare.ge
იმპლანტი
იმპლანტები გამოიყენება დაკარგული კბილების ჩანაცვლებისთვის და თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეთოდად ითვლება. იმპლანტები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ როგორც ერთი დაკარგული კბილი, ისე რამდენიმე კბილი ხიდით ან სრული პროთეზით.
რა მასალებით მზადდება იმპლანტები?
ტრადიციულად, იმპლანტები მზადდება ტიტანისგან – მასალისგან, რომელიც სრულად ბიოშეთავსებადია და ძვალთან ერთიანდება შეხორცების პროცესში. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ცირკონიუმის იმპლანტები, რომელთაც ისეთივე მაღალი ეფექტურობა და გამძლეობა აქვთ, როგორც ტიტანის.
იმპლანტების უპირატესობები:
- ბუნებრივ კბილთან მაქსიმალური მსგავსება;
- ხანგრძლივი გამძლეობა და საიმედოობა;
- ბიოშეთავსებადი და უსაფრთხო მასალები;
- სტაბილური და ესთეტიკური შედეგი;
იმპლანტის სტრუქტურა
იმპლანტი ძირითადად წარმოადგენს ტიტანის ან ცირკონის პატარა ჭანჭიკს, რომელიც თავსდება ყბის ძვალში და ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. იმპლანტზე მაგრდება სპეციალური დეტალი – აბატმენტი, რომელიც გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის დამაგრებას უზრუნველყოფს.
იმპლანტის ჩადგმის შემდეგ საჭიროა შეხორცების პერიოდი (2-6 თვე), რომლის განმავლობაშიც ხდება იმპლანტის და ძვლის ერთმანეთთან შერწყმა – ოსეოინტეგრაცია. ამის შემდეგ იმპლანტი მზად არის მუდმივი გვირგვინის ან ხიდის დასამაგრებლად.

იმპლანტაციის პროცედურა:
იმპლანტაციის პროცედურა, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და საშუალოდ რამდენიმე თვეს მოიცავს.
1. რენტგენოლოგიური გამოკვლევა
პირველ რიგში საჭიროა ყბის რენტგენის გადაღება, რათა სტომატოლოგმა ზუსტად განსზაღვროს ყბის ძვლის მდგომარეობა იმპლანტაციისთვის.
2. იმპლანტის ქირურგიული ჩადგმა
იმპლანტის ჩადგმა ხდება მცირე ქირურგიული ოპერაციის გზით, ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით.
3. ძვლის შეხორცების პერიოდი
ჩადგმული იმპლანტის გარშემო ძვლის ქსოვილის ზრდა საშუალოდ 3 თვეს გრძელდება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს იმპლანტის მყარ დაფიქსირებას ყბის ძვალში.
4. გვირგვინის დამზადება
შემდეგი ეტაპია ინდივიდუალური გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის დამზადება.
5. გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის ჩადგმა
როდესაც იმპლანტი მყარად დაფიქსირებულია და ღრძილი შეხორცებულია, სტომატოლოგი ათავსებს მზა გვირგვინს, ხიდს ან პროტეზს, რაც აღადგენს დაკარგულ კბილს.

რატომ iCare Dental კლინიკა?
iCare Dental კლინიკა გთავაზობთ იმპლანტებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით:
- ევროპული ხარისხის მასალები: ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებულ იმპლანტაციის მასალებს.
- თანამედროვე აღჭურვილობა: CAD/CAM ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიურ შედეგს.
- პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.
- უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
Related articles
ღრძილის რეცესია
ღრძილების რეცესია არის პროცესი, როდესაც კბილების გარშემო არსებული ღრძილების ქსოვილი იკლებს ან უკან იწევს, რის გამოც ხდება კბილის ან მისი...