კბილის ძაფი (ფლოსი) არის თხელი, მოქნილი ძაფი, რომელიც გამოიყენება კბილებს შორის სივრცეების გასაწმენდად. ის ეფექტურად აშორებს საკვების ნარჩენებსა და ნადებს, რომლებიც კბილის ჯაგრისით ძნელად მისაწვდომია. ფლოსი ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახით: ცვილისებრი, ცვილის გარეშე ან სპეციალური ფლოსის ჯოხებით. ფლოსის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რადგან ის ხელს უშლის ბაქტერიების დაგროვებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი ან პაროდონტის დაავადება. კბილის ძაფის გამოყენების უპირატესობები ფლოსის რეგულარულ გამოყენებას უამრავი სარგებელი მოაქვს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის: 1. აბსოლუტური წმენდაფლოსი აშორებს საკვების ნარჩენებს და ნადებს კბილებს შორის, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს. ეს ამცირებს კბილის კარიესის განვითარების რისკს. 2. ღრძილების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაფლოსის გამოყენება ხელს უწყობს ღრძილების ანთების თავიდან აცილებას, რაც გამოწვეულია ნადების დაგროვებით. ის იცავს ღრძილებს გინგივიტის ან ღრძილების რეცესიის განვითარებისგან. 3. სუნის გაუმჯობესებაკბილებს შორის დაგროვილი საკვების ნარჩენები შეიძლება გახდეს პირის ღრუს სუნის მიზეზი. ფლოსი ეფექტურად აშორებს ამ ნარჩენებს, რაც უზრუნველყოფს სუფთა სუნს პირის ღრუში. კბილის ძაფის სახეები არსებობს ფლოსის სხვადასხვა ტიპი, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა საჭიროებებს: 1. ცვილისებრი ფლოსიდაფარულია თხელი ცვილის ფენით, რაც აადვილებს მის გამოყენებასკბილებს შორის, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ მჭიდროდ განლაგებული კბილები. 2. ცვილის გარეშე ფლოსიუფრო თხელია და იდეალურია მათთვის, ვისაც ურჩევნია ნაკლებად მოლიპულური ზედაპირი. 3. გემოვნებითი ფლოსიგამოიყენება პიტნის ან სხვა არომატებით, რაც ფლოსის გამოყენებას უფრო სასიამოვნოს ხდის. 4. ფლოსის ჯოხებიმარტივი გამოსაყენებელია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ან მათთვის, ვისაც ფლოსის ხელით გამოყენება უჭირს. 5. სუპერფლოსიშექმნილია ორთოდონტიული ბრეკეტების მქონე პაციენტებისთვის, რადგან აადვილებს ძნელად მისაწვდომი ადგილების გაწმენდას. რჩევები ფლოსის გამოყენებისთვის აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ფლოსი: თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ტიპის ფლოსიაა თქვენთვის საუკეთესო, გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან. გამოიყენეთ ნაზად: ძალიან ძლიერმა ზეწოლამ შეიძლება დააზიანოს ღრძილები, განსაკუთრებით თუ ისინი მგრძნობიარეა. გამოიყენეთ ყოველდღე: ფლოსის ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს. განიხილეთ ალტერნატივები: თუ ფლოსის გამოყენება რთულია, სცადეთ ინტერდენტალური ჯაგრისები ან წყლის ფლოსი. რატომ iCare Dental კლინიკა? iCare Dental კლინიკა გთავაზობთ მეტალო-კერამიკის გვირგვინებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით: პეოფესიონალთა გუნდი; თანამედროვე აღჭურვილობა: CAD/CAM ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიურ შედეგს. პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას. უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს მოვლა? პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობისთვის, არამედ საერთო კეთილდღეობისთვის. კარიესმა, გინგივიტმა ან პაროდონტის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის საერთო ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადებები ან დიაბეტი. სრულყოფილი პირის ღრუს მოვლა ამცირებს სტომატოლოგიური პროცედურების საჭიროებას და დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სრულყოფილი პირის ღრუს მოვლის ძირითადი ნაბიჯები: 1. გაიხეხეთ კბილები სწორად კბილების გახეხვა პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელოვანი ეტაპია. გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ, სულ მცირე ორი წუთის განმავლობაში, ფტორის შემცველი კბილის პასტით. ფტორი აძლიერებს კბილის მინანქარს და იცავს კარიესისგან. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისის მქონე კბილის ჯაგრისი და გაიხეხეთ ნაზი, წრიული მოძრაობებით, რათა არ დააზიანოთ ღრძილები. შეცვალეთ ჯაგრისი ყოველ 3-4 თვეში. 2. გამოიყენეთ კბილის ძაფი კბილის ძაფი (ფლოსი) აუცილებელია კბილებს შორის საკვების ნარჩენების და ნადების მოსაშორებლად, სადაც ჯაგრისი ვერ აღწევს. გამოიყენეთ ფლოსი დღეში ერთხელ, სასურველია ძილის წინ. თუ ფლოსის გამოყენება გიჭირთ, სცადეთ ფლოსის ჯოხები ან ინტერდენტალური ჯაგრისები, რომლებიც აადვილებს კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდას. 3. გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები ანტიბაქტერიული ან ფტორის შემცველი პირის ღრუს სავლები ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას, იცავს ღრძილებს ანთებისგან და აძლიერებს მინანქარს. გამოივლეთ სავლები 30 წამის განმავლობაში ყოველი კბილის გახეხვის შემდეგ, განსაკუთრებით თუ შაქრიან საკვებს მიირთმევთ. 4. მიიღეთ ჯანსაღი საკვები ჯანსაღი კვება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ჯანმრთელობაში. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და მარცვლეული, რომლებიც ასტიმულირებენ ნერწყვის გამოყოფას და ხელს უწყობენ საკვების ნარჩენების მოცილებას. მოერიდეთ შაქრიან საჭმელს და გაზიან სასმელებს, რომლებიც ხელს უწყობენ კარიესის განვითარებას. თუ ტკბილეულს მიირთმევთ, გამოივლეთ წყალი ან გაიხეხეთ კბილები. 5. ეწვიეთ სტომატოლოგს რეგულარულად სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერ პროფესიონალური წმენდისა და პირის ღრუს შემოწმებისთვის აუცილებელია კარიესის, ღრძილების დაავადებების ან სხვა პრობლემების ადრეული გამოვლენისთვის. რა უნდა გააკეთოთ პრობლემის გაჩენისას? თუ შეამჩნევთ კარიესის, ღრძილების ანთების ან სხვა სტომატოლოგიური პრობლემის ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა (როგორიცაა ფტორის თერაპია, კბილის შევსება ან ფესვის არხის მკურნალობა) თავიდან აგაცილებთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა კბილის ამოღება. სტომატოლოგი გამოიყენებს ვიზუალურ შემოწმებას, ზონდირებას ან რენტგენოგრაფიას, რათა განსაზღვროს პრობლემის სიმძიმე და შეარჩიოს შესაბამისი მკურნალობა. რატომ iCare Dental კლინიკა? iCare Dental კლინიკა გთავაზობთ სხვადასხვა პროცედურებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით: ევროპული ხარისხის მასალები: ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებულ მასალებს. თანამედროვე აღჭურვილობა: CAD/CAM ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიურ შედეგს. პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას. უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
რა არის მერილენდის ხიდი?მერილენდის ხიდი სტომატოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში. განსხვავებით ტრადიციული ხიდისგან, მერილენდის ხიდი დამაგრებულია გვერდით მდგომ ბუნებრივ კბილებზე სპეციალური „ფრთებით“, რომლებიც უკანა მხარეს მტკიცედ ეწებება.მისი სტრუქტურა შედგება:- პონტიკისგან – ეს არის ხელოვნური კბილი, რომელიც ავსებს დაკარგული კბილის ადგილს.- ფრთებისგან – პატარა დამაგრებითი ელემენტები, რომლებიც ეწებება გვერდით კბილებს.ამ მეთოდით სტომატოლოგს აღარ სჭირდება მეზობელი კბილების მოქლიბვა, რაც ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მერილენდის ხიდის უპირატესობები და მინუსებიუპირატესობები:- ნაკლებად ინვაზიური პროცედურა – არ არის საჭირო გვერდითი კბილების დაფქვა; - სწრაფი პროცედურა - პროცედურა საჭიროებს რამოდენიმე საათს და ტარდება უშუალოდ პირის ღრუში;- უფრო ხელმისაწვდომი ფასით, ვიდრე იმპლანტები;- ბუნებრივ იერს ინარჩუნებს.მინუსები:- გამძლეობით ჩამორჩება დენტალურ იმპლანტებს;- ზოგჯერ ფრთების წებო შეიძლება დასუსტდეს და საჭირო გახდეს ხელახალი დაფიქსირება.
რა არის სტომატოლოგიური ხიდი? სტომატოლოგიური ხიდი გამოიყენება დაკარგული კბილების ჩასანაცვლებლად. ის გამოიყენება როგორც ერთი დაკარგული კბილის, ასევე რამდენიმე კბილის ჩასანაცვლებლად. სტომატოლოგიური ხიდის სტრუქტურა ხიდი მოიცავს რამდენიმე ძირითად ნაწილს: ხიდის საყრდენ ნაწილს ანუ ის ნაწილი რომელიც იჭერს ხიდისებრ კონსტურქციას, ეს ბუნებრივი კბილის შემთხევაში შეიძლება იყოს წინასწარ მომზადებული კბილის ტაკვი ან იმპლანტის შემთხვევაში იმპლანტის ზედა ნაწილი, იგივე აპატმენტი. ხიდის შუალედურ ნაწილი - ანუ ის ნაწილი რომელიც ავსებს დანაკლის კბილს. სტომატოლოგიური ხიდის ტიპები სტომატოლოგიური ხიდის ძირითადი ტიპებია:1. კლასიკური კერამიკის ხიდი – ყველაზე გავრცელებული ფორმა. შედგება ორი გვირგვინისგან, რომლებიც მიმაგრებულია გვერდით მდგომ კბილებზე, ხოლო შუალედს ავსებს ხელოვნური კბილი.2. კონსოლის ტიპის ხიდი – ერთ მხარეს საყრდენზე დამაგრებული ბრიჯი. გამოიყენება მაშინ, როცა სივრცის მხოლოდ ერთ მხარეს არის ბუნებრივი კბილი. შედარებით სუსტია ტრადიციულთან შედარებით.3. მერილენდის ხიდი – გვირგვინების ნაცვლად გამოიყენება კომპოზიტური მასალა, რომლიც მიმაგრებულია მეზობელი კბილების უკანა ზედაპირზე. 4. იმპლანტზე დამაგრებული ხიდი – ფიქსირდება კბილის იმპლანტებზე, რომლებიც ჩასმულია ყბის ძვალში. იდეალურია სამი ან მეტი კბილის დაკარგვის შემთხვევაში. ხიდის უპირატესობები და ნაკლოვანებები უპირატესობები:- ბუნებრივი იერსახე და ესთეტიურობა;- მეზობელი კბილების გადანაცვლების თავიდან აცილება;ნაკლოვანებები:- საყრდენი კბილების დაზიანების რისკი;- თუ მეზობელი კბილები სუსტია, შესაძლოა ვერ გაუძლონ დატვირთვას; რამდენ ხანს ძლებს სტომატოლოგიური ხიდი? საშუალოდ, ხიდის ექსპლუატაციის ვადა 10-15 წელია. კარგი მოვლის შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდხანს გაძლოს, მაგრამ ის საჭიროებს დროთა განმავლობაში ჩანაცვლებას. სტომატოლოგიური ხიდის მოვლა ხიდის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის საჭიროა:- რეგულარული ჯაგრისით და ფლოსით წმენდა;- ფტორის შემცველი პასტის გამოყენება;- ძალიან მაგარი ან წებოვანი საკვების თავიდან აცილება;- სტომატოლოგთან პერიოდული შემოწმება;
სიბრძნის კბილები, ანუ მესამე მოლარები (პირის ღრუს უკანა ნაწილში) ყველაზე გვიან ამოდის, ჩვეულებრივ, თინეიჯერულ ასაკში ან 20-იანი წლების დასაწყისში. ეს პირის ღრუს განვითარების ნორმალური ნაწილია. ადამიანს, ჩვეულებრივ, ოთხი სიბრძნის კბილი აქვს – ორი ზედა ყბაში და ორი ქვედა ყბაში. ზოგიერთი სიბრძნის კბილი ამოდის პრობლემების გარეშე, მაგრამ ზოგჯერ პრობლემურია, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს მათი ამოღება ან სხვა სახის მკურნალობა. სიბრძნის კბილებთან დაკავშირებული პრობლემები ზოგჯერ სიბრძნის კბილები ამოდის გვერდულად ან ეჯახება მეზობელ კბილებს ან ღრძილებს, რასაც იმპაქცია ეწოდება. იმპაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ინფექცია, მეზობელი კბილის გაფუჭება ან ღრძილის ანთება (პერიკორონიტი). გადატვირთული სიბრძნის კბილები ხშირად იწვევს ლოყის გაღიზიანებას, წყლულებს ან ღეჭვის პრობლემებს. სიბრძნის კბილის ამოღება საჭროა თუ: - პირის ღრუში არ არის საკმარისი სივრცე კბილის სწორად ამოსვლისთვის; - გაქვთ ტკივილი, ინფექცია ან მეზობელი კბილების დაზიანება. ღრძილის ინფექციის ნიშნები, რომლებიც სიბრძნის კბილმა შეიძლება გამოიწვიოს: - ღრძილის სიწითლე ან ანთება სიბრძნის კბილის მახლობლად; - სახის შეშუპება; - ტკივილი და მგრძნობელობა; - ჩირქი ღრძილიდან; - ყბის ქვეშ ლიმფური კვანძების შეშუპება; - პირის გაღების ან ყლაპვის გაძნელება; - ცხელება; - უსიამოვნო სუნი პირის ღრუში; სიბრძნის კბილების ამოღება სიბრძნის კბილის ამოღების შემთხვევაში, ხშირად საკმარისია ლოკალური ანესთეზია. თუ კბილი ღრმადაა ღრძილში ან რთულად ამოსაღებია, შეიძლება საჭირო გახდეს ზოგადი ანესთეზია. ამოღების შემდეგ, ჭრილობა შეიძლება გაიკეროს, რათა სწორად შეხორცდეს. ერთ-ერთი შესაძლო გართულებაა ალვეოლარული ოსტეიტი, როდესაც ჭრილობა სწორად არ ხორცდება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და უსიამოვნო სუნს. ეს უფრო ხშირია მწეველებში ან ცუდად შეხორცებული ჭრილობის მქონე ადამიანებში. ეს გართულება ექვემდებარება მკურნალობას. რატომ არის მნიშვნელოვანი სიბრძნის კბილების ადრეული ამოღება? რაც უფრო დიდხანს გადადებთ ამოღებას, მით მეტია გართულებებისა და მეზობელი კბილების დაზიანების რისკი. თინეიჯერობის ასაკში სიბრძნის კბილების ფესვები ჯერ კიდევ ფორმირდება, ამიტომ მათი ამოღება უფრო მარტივია და შეხორცების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე ზრდასრულობის ასაკში, როდესაც ფესვები სრულად ჩამოყალიბებულია და პროცედურამ შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. რატომ iCare Dental კლინიკა? iCare Dental კლინიკა გთავაზობთ სიბრძნის კბილის მკურნალობას უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით: პროფესიონალი და სანდო ექიმები; ევროპული ხარისხის მასალები: ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებულ მასალებს. თანამედროვე აღჭურვილობა: CAD/CAM ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიურ შედეგს. პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას. უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
კბილების გათეთრება არის თანამედროვე კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც კბილებს უფრო თეთრს, სუფთასა და ესთეტიურს ხდის. პროცედურა ტარდება სპეციალური გამაღიავებელი ნივთიერებებით — ყველაზე ხშირად გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი (Hydrogen Peroxide) და კარბამიდის ზეჟანგი (Carbamide Peroxide). ეს კომპონენტები აღწევს კბილის მინანქარში და შლის დროთა განმავლობაში დაგროვილ მუქ ლაქებს, რომლებიც ჩნდება შემდეგი მიზეზებით: · ყავის, ჩაისა და წითელი ღვინის ხშირი მოხმარება; · თამბაქოს მოხმარება; · არასაკმარისი პირის ღრუს ჰიგიენა; · ასაკობრივი ცვლილებები, რომლებიც ბუნებრივად აქრობს კბილების სითეთრეს; კბილების გათეთრების ტიპები კბილების გათეთრებას რამდენიმე ტიპი აქვს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათეთრებამდე სტომატოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. პროცედურა ყოველთვის იწყება კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის შემოწმებით. Zoom გათეთრება Zoom არის კომბინირებული ტიპის გათეთრება, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს: · კბილების გასუფთავება; · სპეციალური გელით დამუშავება; · ფლუორიდის შემცველი პრეპარატებით დამუშავება კბილის ქსოვილის დასაცავად. Zoom გათეთრება ძალიან პოპულარულია, რადგან პროცედურა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება და შედეგი სწრაფად ჩანს. მიღებული ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება, თუ დაიცავთ სტომატოლოგის რეკომენდაციებს. ულტრაბგერითი გათეთრება ულტრაბგერითი გათეთრება აპარატული მეთოდია და ითვლება კბილების გათეთრების ერთ-ერთ ყველაზე ნაზ ვარიანტად, რის გამოც ის შესაფერისია მგრძნობიარე კბილებისთვისაც. ულტრაბგერითი ტალღების ზემოქმედებით ეფექტურად იშლება ლაქები, ნადები, ქვები და საკვების ნარჩენები მინანქრის ზედაპირიდან. პროცედურის დასრულების შემდეგ კბილების ზედაპირი მუშავდება სპეციალური საშუალებებით, რომლებიც იცავს მინანქარს სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედებისგან. მიღებული შედეგი დიდხანს ნარჩუნდება, თუმცა, ულტრაბგერითი გათეთრება მხოლოდ კბილების ბუნებრივ სითეთრეს აბრუნებს და ღრმა გათეთრების მეთოდად არ ითვლება. ლაზერული კბილების გათეთრება აპარატული ტიპის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ლაზერული გათეთრება, რომელიც გულისხმობს ლაზერის წერტილოვან ზემოქმედებას კბილის ქსოვილზე. ლაზერის უნიკალური თვისებები შესაძლებელს ხდის ღრმა დონის გათეთრებას — არა მხოლოდ მინანქრის ზედაპირზე, არამედ კბილის ღრმა შრეებშიც. ლაზერული გათეთრების დროს ეფექტის ინტენსივობა ინდივიდუალურად რეგულირდება კბილის თითოეულ მონაკვეთზე, მისი ლაქების ხარისხის მიხედვით. შედეგი ინარჩუნებს სიჯანსაღეს რამდენიმე წლის განმავლობაში და პროცედურის გამეორება ხშირად არ არის საჭირო. ერთ სესია, როგორც წესი, არ აღემატება 60 წუთს. გათეთრების ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს კბილებისა და ღრძილების პრობლემები. თუნდაც საწყის სტადიაზე მყოფი კარიესის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში ტარდება მკურნალობა. ლაზერული გათეთრება ითვლება ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო და ნაზ მეთოდად, რომელიც სხვა ტიპებთან შედარებით ბევრად უფრო გამძლე და ხანგრძლივ შედეგს იძლევა. კომბინირებული გათეთრება კომბინირებული გათეთრება გულისხმობს ქიმიური საშუალებების ზემოქმედებას კბილის ქსოვილზე. ქიმიური გათეთრება ღრმა მოქმედების მეთოდია და საშუალებას იძლევა მინანქრის ფერი რამდენიმე ტონით გაღიავდეს. პროცედურის დროს პაციენტი იღებს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩაატაროს დამატებითი პროცედურები სახლში, ხოლო სტომატოლოგის კაბინეტში ტარდება შედეგის კორექცია და გამყარება. ქიმიურ გათეთრებას, ჩვეულებრივ, სჭირდება 1-დან 3 სესია, თითოეული დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მიღებული ეფექტი ნარჩუნდება 2-4 წლის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პროცედურის განმეორება კბილების ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე ხდება. რატომ iCare Dental კლინიკა? iCare Dental კლინიკა გთავაზობთ კბილების გათეთრებას უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით: თანამედროვე აღჭურვილობა: Turbo Led აპარატი უზრუნველყოფს ესთეტიურ შედეგს. პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას. უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
ღრძილების რეცესია არის პროცესი, როდესაც კბილების გარშემო არსებული ღრძილების ქსოვილი იკლებს ან უკან იწევს, რის გამოც ხდება კბილის ან მისი ფესვის დიდი ნაწილის გამოჩენა. ღრძილების რეცესიის დროს ფორმირდება „ჯიბეები“ ან ხარვეზები კბილებსა და ღრძილის ხაზს შორის, რაც აადვილებს ბაქტერიების დაგროვებას. თუ ეს მდგომარეობა უმკურნალოდ დარჩა, კბილების შემაკავებელი ქსოვილი და ძვლოვანი სტრუქტურები შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს და უფრო სერიოზულ სტომატოლოგიურ პრობლემეში გადაიზარდოს. ღრძილების რეცესია ხშირი სტომატოლოგიური პრობლემაა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მას ეს პრობლემა აქვს, რადგან ის თანდათან ვითარდება. ღრძილების რეცესიის პირველი ნიშანი ჩვეულებრივ არის კბილების მგრძნობელობა, ან შეიძლება შეამჩნიოთ, რომ კბილი ჩვეულებრივზე გრძელი ჩანს. რატომ ხდება ღრძილების რეცესია? ღრძილების რეცესიას რამდენიმე ფაქტორი იწვევს, მათ შორის: 1. პაროდონტის დაავადება: ბაქტერიული ინფექციები, როგორიცაა გინგივიტი ან პაროდონტიტი, ღრძილების უკან დახევის მთავარი მიზეზებია. ეს მდგომარეობები ანადგურებენ ღრძილის ქსოვილსა და მხარდამჭერ ძვალს. 2. აგრესიულად კბილების გახეხვა: ძალიან ძლიერი გახეხვა ან მყარი ჯაგრისის გამოყენება დროთა განმავლობაში ღრძილის ქსოვილს აზიანებს. 3. არასაკმარისი ორალური ჰიგიენა: არასაკმარისი გახეხვა და ფლოსის გამოყენება საშუალებას აძლევს ნადებსა და ქვას, გააღიზიანოს ღრძილები და გამოიწვიოს მათი რეცესია. 4. გენეტიკა: ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად აქვს თხელი ღრძილის ქსოვილი, რაც მათ უფრო მგრძნობიარეს ხდის რეცესიის მიმართ. 5. კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი): კბილების ძლიერი კრაჭუნი ზეწოლას ახდენს ღრძილებზე, რაც იწვევს მათ რეცესიას. 6. თამბაქოს მოხმარება: მოწევა ან თამბაქოს ღეჭვა ამცირებს სისხლის მიმოქცევას ღრძილებში, რაც აჩქარებს ქსოვილის დაკარგვას. 7. არასწორად განლაგებული კბილები: არათანაბარი კბილები ქმნის არათანაბარ ზეწოლას ღრძილებზე, რაც ხელს უწყობს რეცესიას. როგორ მკურნალობენ ღრძილების რეცესიას? ღრძილების რეცესიის არაქირურგიული მკურნალობა ღრძილების ღრმა წმენდა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება პაროდონტის დაავადების სამკურნალოდ ადრეულ ეტაპზე. ეს პროცედურა, გულისხმობს სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებას კბილის ფესვის ზედაპირიდან ნადების, კბილის ქვისა და ბაქტერიების მოსაშორებლად. შემდეგ ფესვის ზედაპირი გლუვდება, რათა ღრძილის ქსოვილი ხელახლა მიემაგროს ზედაპირს. ეს არაქირურგიული მკურნალობა ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენას და ღრძილების რეცესიის შემდგომი გაუარესების პრევენციას. ღრძილების რეცესიის ქირურგიული მკურნალობა მიუხედავად იმისა, რომ ღრმა წმენდა ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენას, ის ვერ აღადგენს დაკარგულ ღრძილის ქსოვილს, რის აღსადგენადაც საჭიროა ქირურგიული მკურნალობა. 1. ღრძილების კონტურირება პაროდონტოლოგი (ღრძილების სპეციალისტი) გამოიყენებს სკალპელს ან ლაზერს, რათა ხელახლა ჩამოაყალიბოს ღრძილის ხაზი. ეს პროცედურა ხელს უწყობს ღრძილების ესთეტიური გარეგნობის გაუმჯობესებას და ღრძილების რეცესიის მკურნალობას. 2. ღრძილების გადანერგვა პაროდონტოლოგი იღებს ღრძილის ქსოვილს პირის ღრუს სხვა ნაწილიდან (ჩვეულებრივ, სასის სახურავიდან) და აკერებს მას რეცესიის ადგილებში. გამოჯანმრთელებას შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით ერთი კვირა, ეს პროცედურა ეფექტურია ღრძილების აღდგენისთვის. 3. რეგენერაციული თერაპია ეს თანამედროვე მიდგომა გულისხმობს ღრძილის ქსოვილის უკან გადაწევას და ძვლის გადანერგვის ან სხვა რეგენერაციული მასალის განთავსებას დაკარგული ძვლის ჩასანაცვლებლად. რეგენერაციული თერაპია ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება, როდესაც პაროდონტის დაავადებამ გამოიწვია ღრძილებისა და ძვლის ქსოვილის მნიშვნელოვანი დაზიანება.
იმპლანტები გამოიყენება დაკარგული კბილების ჩანაცვლებისთვის და თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეთოდად ითვლება. იმპლანტები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ როგორც ერთი დაკარგული კბილი, ისე რამდენიმე კბილი ხიდით ან სრული პროთეზით.რა მასალებით მზადდება იმპლანტები?ტრადიციულად, იმპლანტები მზადდება ტიტანისგან – მასალისგან, რომელიც სრულად ბიოშეთავსებადია და ძვალთან ერთიანდება შეხორცების პროცესში. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ცირკონიუმის იმპლანტები, რომელთაც ისეთივე მაღალი ეფექტურობა და გამძლეობა აქვთ, როგორც ტიტანის. იმპლანტების უპირატესობები:- ბუნებრივ კბილთან მაქსიმალური მსგავსება;- ხანგრძლივი გამძლეობა და საიმედოობა;- ბიოშეთავსებადი და უსაფრთხო მასალები;- სტაბილური და ესთეტიკური შედეგი; იმპლანტის სტრუქტურაიმპლანტი ძირითადად წარმოადგენს ტიტანის ან ცირკონის პატარა ჭანჭიკს, რომელიც თავსდება ყბის ძვალში და ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. იმპლანტზე მაგრდება სპეციალური დეტალი – აბატმენტი, რომელიც გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის დამაგრებას უზრუნველყოფს.იმპლანტის ჩადგმის შემდეგ საჭიროა შეხორცების პერიოდი (2-6 თვე), რომლის განმავლობაშიც ხდება იმპლანტის და ძვლის ერთმანეთთან შერწყმა – ოსეოინტეგრაცია. ამის შემდეგ იმპლანტი მზად არის მუდმივი გვირგვინის ან ხიდის დასამაგრებლად. იმპლანტაციის პროცედურა: იმპლანტაციის პროცედურა, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და საშუალოდ რამდენიმე თვეს მოიცავს.1. რენტგენოლოგიური გამოკვლევა პირველ რიგში საჭიროა ყბის რენტგენის გადაღება, რათა სტომატოლოგმა ზუსტად განსზაღვროს ყბის ძვლის მდგომარეობა იმპლანტაციისთვის. 2. იმპლანტის ქირურგიული ჩადგმა იმპლანტის ჩადგმა ხდება მცირე ქირურგიული ოპერაციის გზით, ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით. 3. ძვლის შეხორცების პერიოდი ჩადგმული იმპლანტის გარშემო ძვლის ქსოვილის ზრდა საშუალოდ 3 თვეს გრძელდება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს იმპლანტის მყარ დაფიქსირებას ყბის ძვალში. 4. გვირგვინის დამზადება შემდეგი ეტაპია ინდივიდუალური გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის დამზადება. 5. გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის ჩადგმა როდესაც იმპლანტი მყარად დაფიქსირებულია და ღრძილი შეხორცებულია, სტომატოლოგი ათავსებს მზა გვირგვინს, ხიდს ან პროტეზს, რაც აღადგენს დაკარგულ კბილს. რატომ iCare Dental კლინიკა? iCare Dental კლინიკა გთავაზობთ იმპლანტებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით: ევროპული ხარისხის მასალები: ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებულ იმპლანტაციის მასალებს. თანამედროვე აღჭურვილობა: CAD/CAM ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიურ შედეგს. პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას. უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.
პულპი არის კბილის რბილი შიდა ქსოვილი, რომელიც შეიცავს ნერვებს, სისხლძარღვებსა და შემაერთებელ ქსოვილს. პულპიტი არის პულპის ანთება, რომელიც, როგორც წესი, ხდება კბილის შიგნით გაღიზიანების გამო, მაგალითად, ღრმა კარიესის შედეგად. პულპიტის ტიპები არსებობს პულპიტის ორი ძირითადი ტიპი, რომლებიც კლასიფიცირდება ინფექციის ხარისხის მიხედვით: 1. შექცევადი პულპიტი: ამ ადრეულ ეტაპზე ანთება შექცევადია, თუ სტომატოლოგი აღადგენს კბილს და დალუქავს მას ფილინგით (ბჟენით). 2. შეუქცევადი პულპიტი: ამ ეტაპზე ანთება უფრო მძიმეა, და კბილი ვეღარ აღდგება. პულპის ქსოვილი საბოლოოდ კვდება, რასაც პულპის ნეკროზი ეწოდება. პულპიტის მიზეზები კბილის მყარი მინანქარი იცავს პულპს. თუ მინანქარი დაზიანდა, შეიძლება გამოიწვიოს პულპიტი. დაზიანების მიზეზებია: -კარიესი: პირის ღრუში არსებული ბაქტერიები გამოიმუშავებენ მჟავას, რომელიც ანადგურებს მინანქარს და ქმნის ხვრელებს. - ბზარები: მცირე ბზარები შეიძლება გაჩნდეს მყარი საკვების ღეჭვის ან კბილის ტრავმის შედეგად. - სტომატოლოგიური პროცედურები: კბილის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პულპიტი, განსაკუთრებით, თუ ფილინგი სწორად არ არის დალუქული. - მინანქრის ცვეთა: ბრუქსიზმა ან აგრესიულმა გახეხვამ შეიძლება გამოიწვიოს მინანქარის ცვეთა, რაც ნერვს უფრო მგრძნობიარეს ხდის ანთების მიმართ. როგორ ხდება პულპიტის დიაგნოსტირება? სტომატოლოგები პულპიტს ძირითადად კბილის მგრძნობელობის შეფასებით ადგენენ: - ელექტრული პულპის ტესტი: ეს ტესტი განსაზღვრავს, ცოცხალია თუ არა პულპი. სტომატოლოგი იყენებს ინსტრუმენტს, რომელიც კბილს მცირე ელექტრულ იმპულსს აძლევს. თუ პულპი ცოცხალია, თქვენ იგრძნობთ სტიმულაციას; თუ მკვდარია, ვერ იგრძნობთ. - ცხელი ან ცივი ტესტი: სტომატოლოგი თქვენს კბილებს ცხელ ან ცივ ნივთიერებას შეახებს. შეუქცევადი პულპიტის დროს მგრძნობელობა რამდენიმე წამზე მეტხანს გრძელდება. - კბილზე შეხება: ნაზი შეხება კბილზე. ტკივილი ამ დროს შეუქცევადი პულპიტის ნიშანია. - სტომატოლოგიური რენტგენი: ეს ეხმარება სტომატოლოგს, დაადგინოს კბილის დეფექტები და ინფექციის ნიშნები. როგორ მკურნალობენ პულპიტს? შექცევადი პულპიტი: სტომატოლოგი ცდილობს მოაცილოს ანთების მიზეზი, რაც ხშირად გულისხმობს კარიესის მოცილებას და კბილის ფილინგით დალუქვას. შეუქცევადი პულპიტი: ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო ინტენსიური მკურნალობა, მაგალითად, ფესვის არხის მკურნალობა. ჩვეულებრივ, ეს პროცედურა ენდოდონტისტის მიერ ტარდება. ის აშორებს ინფიცირებულ პულპს, ასუფთავებს ფესვის არხს, ფილინგით ავსებს მას. რატომ iCare Dental კლინიკა? iCare Dental კლინიკა გთავაზობთ პულპიტის (კბილის ნერვის ანთების) მკურნალობას უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით: პროფესიონალი და სანდო ექიმები; ევროპული ხარისხის მასალები: ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებულ მასალებს. თანამედროვე აღჭურვილობა: CAD/CAM ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ და ესთეტიურ შედეგს. პერსონალიზებული მიდგომა: თითოეულ პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას. უფასო კონსულტაცია: ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია და გაიაროთ პროცედურის დეტალები ჩვენს სპეციალისტთან.