iCare, iCare.ge
Category: თერაპიული-სტომატოლოგია
Date:

სტომატოლოგიური ხიდი

სტომატოლოგიური ხიდი

რა არის სტომატოლოგიური ხიდი?

სტომატოლოგიური ხიდი გამოიყენება დაკარგული კბილების ჩასანაცვლებლად. ის მოიყენება როგორც ერთი დაკარგული კბილი, ასევე რამდენიმე კბილის ჩასანაცვლებლად.

სტომატოლოგიური ხიდის სტრუქტურა

ხიდი მოიცავს რამდენიმე ძირითად ნაწილ:

ხიდის საყრდენ ნაწილს ანუ ის ნაწილი რომელიც იჭერს ხიდისებრ კონსტურქციას, ეს ბუნებრივი კბილის შემთხევაში შეიძლება იყოს წინასწარ მომზადებული კბილის ტაკვი ან იმპლანტის შემთხვევაში იმპლანტის ზედა ნაწილი, იგივე აპატმენტი.

ხიდის შუალედურ ნაწილი - ანუ ის ნაწილი რომელიც ავსებს დანაკლის კბილს.

სტომატოლოგიური ხიდის ტიპები

სტომატოლოგიური ხიდის ძირითადი ტიპებია:

1. კლასიკური კერამიკის ხიდი
 – ყველაზე გავრცელებული ფორმა. შედგება ორი გვირგვინისგან, რომლებიც მიმაგრებულია გვერდით მდგომ კბილებზე, ხოლო შუალედს ავსებს ხელოვნური კბილი.
2. კონსოლის ტიპის ხიდი
 – ერთ მხარეს საყრდენზე დამაგრებული ბრიჯი. გამოიყენება მაშინ, როცა სივრცის მხოლოდ ერთ მხარეს არის ბუნებრივი კბილი. შედარებით სუსტია ტრადიციულთან შედარებით.
3. მერილენდის
ხიდი – გვირგვინების ნაცვლად გამოიყენება კომპოზიტური მასალა, რომლიც მიმაგრებულია მეზობელი კბილების უკანა ზედაპირზე.
4. იმპლანტზე დამაგრებული
ხიდი – ფიქსირდება კბილის იმპლანტებზე, რომლებიც ჩასმულია ყბის ძვალში. იდეალურია სამი ან მეტი კბილის დაკარგვის შემთხვევაში.

ხიდის უპირატესობები და ნაკლოვანებები

უპირატესობები:
- ბუნებრივი იერსახე და ესთე
ტიურობა;
- მეზობელი კბილების გადანაცვლების თავიდან აცილება
;

ნაკლოვანებები:
- საყრდენი კბილების დაზიანების რისკი
;
- თუ
მეზობელი კბილები სუსტია, შესაძლოა ვერ გაუძლონ დატვირთვას;

რამდენ ხანს ძლებს სტომატოლოგიური ხიდი?

საშუალოდ, ხიდის ექსპლუატაციის ვადა 10-15 წელია. კარგი მოვლის შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდხანს გაძლოს, მაგრამ ის საჭიროებს დროთა განმავლობაში ჩანაცვლებას.

სტომატოლოგიური ხიდის მოვლა

ხიდის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის საჭიროა:
- რეგულარული ჯაგრისით და ფლოსით წმენდა
;
- ფ
ტორის შემცველი პასტის გამოყენება;
- ძალიან მაგარი ან წებოვანი საკვების თავიდან აცილება
;
- სტომატოლოგთან პერიოდული შემოწმება
;

Tags: dental bridge , dental bridge in Tbilisi , types of dental bridge , სტომატოლოგიური ხიდი , სტომატოლოგიური ხიდი თბილისში , ხიდის ტიპები

Related articles

თერაპიული-სტომატოლოგია მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

მერილენდის ხიდი – კბილის აღდგენის თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

რა არის მერილენდის ხიდი?მერილენდის ხიდი სტომატოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში. განსხვავებით ტრადიციული ხიდისგან, მერილენდის ხიდი დამაგრებულია გვერდით...

05 Oct 2025 / iCare
Read More
თერაპიული-სტომატოლოგია სტომატოლოგიური ხიდი

სტომატოლოგიური ხიდი

რა არის სტომატოლოგიური ხიდი? სტომატოლოგიური ხიდი გამოიყენება დაკარგული კბილების ჩასანაცვლებლად. ის გამოიყენება როგორც ერთი დაკარგული კბილის, ასევე რამდენიმე კბილის ჩასანაცვლებლად....

19 Sep 2025 / iCare
Read More

Leave a Comment